ენტერობიოზი

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ირმა   ხითარიშვილი
რაიონი
ახალციხე
სკოლა
 №2  საჯარო     
ქალაქი
ვალე
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ენტერობიოზი – ჭუჭყიანი  ხელებით   გამოწვეული  დაავადება
თემის შინაარსი
საკითხის უკეთ გასაგებად მოსწავლეები იკვლევენ ჭუჭყიანი ხელებით გამოწვეულ ერთ-ერთ დაავადებას -ენტერობიოზს. მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ და შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს. ისინი მოამზადებენ ინფორმაციას ეტერობიოზის გამომწვევი მიზეზების შესახებ. როგორ შეიძლება დაავადდეთ ენტერობიოზით. აღწერენ და გაანალიზებენ  ამ დაავადების შედეგებს. მოაგროვებენ მასალებს ენტერობიოზისთვის დამახასიათებელ  გართულებებზე. ისაუბრებენ მისი  პროფილაკტიკის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ  თავი  ენტერობიოზისაგან. დაავადების შემთხვევაში ვის მივმართოთ დახმარებისათვის  და როგორ ვუმკურნალოთ მას. პარაზიტულ ჭიებზე მოძიებული ინფორმაციის  შემდეგ გააკეთებენ  პრეზენტაციას.  გამოუშვებენ  კედლის  გაზეთს, ბუკლეტებს, ნამუშევრებს განათევსებენ  ბლოგზე. ბოლოს    გაიმართება  დისკუსია, თუ  რატომ არის  საჭირო  ხელების  დაბანა  და  ჰიგიენური  წესების  დაცვა.
საგანი
ბიოლოგია , ისტ-ი. 
აზროვნების  ზედა  დონის   უნარები
პრობლემის  გადაწყვეტა,  შეფასება, ანალიზი, შემოქმედებითობა.
საფეხური/კლასი  
მე- 8
განხორციელების დროის ჩარჩო
2 კვირა პროექტისთვის, დამატებით 2 კვირა საბოლოო პროექტისთვის, იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო დარჩება კლასში, როგორი იქნება მოსწავლეთა პროექტების სიღრმე/კომპლექსურობა და დაესწრება თუ არა პრეზენტაციას აუდიტორია, რომელსაც მოსწავლეებმა პროექტები უნდა წარუდგინონ.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
კვლ.VIII.2მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.VIII.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

ის ტექნ. VI.1.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ
  • ჩაატარონ კვლევა ჭუჭყანი  ხელებით გამოწვეულ დაავადებებზე და შეაგროვონ, შეაფასონ და      გააერთიანონ სხვადასხვა წყაროდან აღებული მონაცემები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიზნების და აუდიტორიის შესაბამისად გადმოსცენ.
  • გააცნობიერონ  ჭუჭყიანი  ხელებით  გამოწვეული  ერთ-ერთი    დაავადების - ენტერობიოზის  საფრთხე.
  • გააანალიზონ,  როგორ  შეიძლება  დავაავადდეთ  ენტერობიოზით.
  • გაანალიზონ  პრობლემები, რომელიც ენტერობიოზის  დაავადებასთან  ერთად  ჩნდება.
  • გაარკვიონ  ვინ  შეიძლება დასნეულდეს  ენტერობიოზით და  რა  სიმპტომები  აქვს მას.
  • იმსჯელონ   როგორ  შეიძლება  დავიცვათ  თავი  ენტერობიოზისაგან.
  • განიხილონ საკითხები:  დაავადების  შემთხვევაში  ვის მიმართონ და როგორ  იმკურნალონ.
  • გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

  • რამდენად  მნიშვნელოვანია  ჯანმრთელობა  ადამიანისათვის?

თემატური კითხვება
  • როგორ გვეხმარება სუფთა ხელები ჯანმრთელობის შენარჩუნებაში?
  • როგორ  დავიცვათ  თავი   ენტერობიოზისაგან?
შინაარსობრივი კითხვები
  • რატომ  არის  საჭირო ჰიგიენური წესების დაცვა?
  • რა  დაავადებას  იწვევს ჭუჭყიანი  ხელები? ვინ  შეიძლება  დაავადდეს ენტერობიოზით?
  • რა  არის  ენტერობიოზი? როგორ შეიძლება  დაავადდეთ ენტერობიოზით?
  • როდის  უნდა  გამოვიკვლიოთ ენტერობიოზზე?
  • როგორ  ვუმკურნალოთ  ენტერობიოზს?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ




·   შეკითხვების დასმით მოსწავლეების საჭიროებების შეფასება;
·         ვ-მ-ვ ცხრილი; (ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე)


·   ბუკლეტის  შეფასების რუბრიკა.


·   კვლევის  შეფასების რუბრიკა.

·   ურთიერთშეფასების  კითხვარი.
·   პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა;
·   მოკლე   დისკუსია
·   ბლოგის შეფასების რუბრიკა.

·   ვ-მ-ვ ცხრილი.
(ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე)
·   თვითშეფასება.






შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
        მოსწავლეებს  ხშირად  აინტერესებთ  ისეთი  თემები, რომლებიც  ძალიან  აქტუალურია  დღეს. ისინი  ბიოლოგიაში  აქცენტს  აკეთებენ სხვადასხვა  დაავადებებზე, რომელიც  ადამიანის  არასწორი  საქციელის  შედეგია. ბავშვები  ხშირად  არ  იცავენ  ჰიგიენურ  წესებს.  კითხვების  საშუალებით  შევარჩევთ  მათთვის  საინტერესო  თემას.
       თემის  შერჩევის  შემდეგ  მოსწავლეები  ეცნობიან  დიაგრამას: ,,ვიცი, რა  ვისწავლე, რა  მინდა  ვიცოდე“. ავსებენ  ამ  სქემის  პირველ  და  ბოლო  სვეტს. ამის  შემდეგ  ჯგუფებში  ვანაწილებთ  დავალებებს. მათ  უნდა  მოიძიონ  ინფორმაცია  დაავადება  ენტერობიოზის  შესახებ.  ისაუბრონ  მის  გამომწვევ  მიზეზებზე, შედეგებზე  და  პრევინციულ  ღონისძიებებზე: როგორ  უნდა  დავიცვათ  თავი  და  დაავადების  შემთხვევაში  ვის  მივმართოთ. გავაცნობ  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკას, რომლის  მიხედვითაც  მოხდება  მათი  ნამუშევრების  შეფასება. პრეზენტაციის  შესრულება  შეუძლიათ  word -ში  ან  power-point -ში. 
    პროექტის  ბოლოსკენ  შექმნიან  თავიანთი  ფანტაზიის  მიხედვით  ბუკლეტებს  ან  კედლის  გაზეთს. გავაცნობ ბუკლეტის და ბლოგის  შეფასების  რუბრიკას, რადგან  თავიანთი  ნამუშევრები  უნდა  ატვირთონ   ბლოგზე.
    პროექტის  დასასრულს  შეჯამდება  მათი  ნამუშევრები , შეავსებენ   „ვიცი, რა  ვისწავლე, რა  მინდა  ვიცოდე’’   სქემის  მეორე  სვეტს. ქულების  დათვლის  შემდეგ  გამოვავლენთ  გამარჯვებულ  ჯგუფს. ბოლოს  გაიმართება  დისკუსია  და  მოხდება  თვითშეფასება  და  ურთიერთშეფასება  შესაბამისი   რუბრიკების  საშუალებით.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ბიბლიოთეკაში მუშაობის და ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები.
·         იციან  word-ში,  power-pointռ-ში  მუშაობა,  ბლოგზე  განთავსება.
სასწავლო პროცედურები
პროექტის   დაწყება
პროექტის   დასაწყისში  გავმართეთ   დისკუსია  იმის  თაობაზე, თუ  რამდენად   მნიშვნელოვანია ადამიანისათვის  ჯამრთელობა? შემდეგ ამ  საკითხთან  დაკავშირებით  დავსვი  თემატური  კითხვები: გვეხმარება  თუ  არა  სუფთა  ხელები  ჯამრთელობის  შენარჩუნებაში? იციან  თუ  არა  ჭუჭყიანი  ხელებით  გამოწვეული  დაავადების  შესახებ?
ვისაუბრეთ  იმის  თაობაზე, რომ  აღნიშნული სასწავლო  პროექტი  როგორ  დაეხმარება  მოსწავლეებს  ზოგად  კითხვაზე  პასუხის  გაცემაში, საკითხის  უკეთ   გარკვევაში.
 კვლევის დაწყება
მოსწავლეებს ავუხსნით, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. დავარიგებთ ჯგუფური მუშაობის რუბრიკას. განიხილავთ ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებულ  მოლოდინებს   და ვთხოვთ  მოსწავლეებს   იხელმძღვანელონ  რუბრუკით  ჯგუფური  მუშაობის   დროს.
მოსწავლეები ჯგუფებში გადავანაწილებთ და ვთხოვთ მათ აირჩიონ ინდივიდუალური კვლევის თემა. ჯგუფის ყოველი წევრი განსხვავებულ თემას იკვლევს. ინდივიდუალური კვლევის შედეგები ჯგუფურ   პრეზენტაციაში  გაერთიანდება.  თითოეულმა  ჯგუფმა  შეავსო  ,,ვიცი, რა  ვისწავლე, რა  მინდა  ვიცოდე ‘’  სქემის  პირველი  და  ბოლო  სვეტი.
პროექტის  მსვლელობა
მოსწავლეებს ვთხოვ  აწარმოონ ინდივიდუალური დღიურები, სადაც აღწერენ პროექტის მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციას. პროექტის განმავლობაში განვიხილავ ჩანაწერებს, რათა შევამოწმო მათი  გაგების დონე, უზრუნველვყო უკუკავშირი და საჭიროებისამებრ მისცე  მოსწავლეებს  მითითებები. ავუხსნი  მოსწავლეებს, რომ მათ   ევალებათ  ინფორმაციის  მოძიება  ინტერნეტში, სახელმძღვანელოებში  და  პრეზენტაციის შექმნა  vord -ში, pover-point-ში. ამავდროულად  გავაცნობ  შეფასების  შესაბამის  რუბრიკებს, რადგან  მათი  ნამუშევარი  მათი  საშუალებით  შეფასდება, ეცოდინებათ  რაზე  გაამახვილონ  ყურადღება. შევამოწმებ, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა დავალების არსი და მათი შეფასების კრიტერიუმები. ამისათვის დავარიგებ    ქულობრივი შეფასების  გზამკვლევს  და დაწვრილებით განიხილავ  პროექტის კრიტერიუმებს.
ბოლოს კი უნდა თითოეულმა  ჯგუფმა  უნდა  შექმნან ბუკლეტი, რომელიც შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:
·         თემის   აღწერა  და  ახსნა;
·         დაავადების   ილუსტრაცია (ფოტოები );
·         დაავადების  გამომწვევი  მიზეზები;
·         პროფილაქტიკური  ღონისძიებები, სადაც ნაჩვენებია დაავადების  თავიდან  აცილების  გზები და  საშუალებები;
·         კომენტარები  და  ანალიზი; 
     
ვთხოვოთ  მოსწავლეებს  თავიანთი  ბუკლეტების  საშუალებით მოამზადონ ხუთწუთიანი პრეზენტაცია. გავაცნობ ბუკლეტის შეფასების  რუბრიკას.
მოსწავლეებს  კვლევის ჩასატარებლად  მივეცი  დრო  ერთი  თვე.
ნამუშევრების    წარმოდგენა
უხელმძღვანელოთ   მოსწავლეებს პრეზენტაციების  შექმნის, ორგანიზებისა და მომზადების დროს.
თითოეულ   ჯგუფს   მივცეთ   დრო  სლაიდშოუს სახით  კვლევის შედეგების წარმოსადგენად. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს  მივცეთ უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. ასევე, გამოყავოთ   დრო მოსწავლეების მიერ ინდივიდუალური და ჯგუფური თვითშეფასებისთვის.  შედეგები გავითვალისწინოთ  ჩვენს  მიერ განხორციელებული შეფასების დროს.
პროექტის დასკვნითი ნაწილი
მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი დაასრულებს გამოსვლას, გამოვავლენთ  გამარჯვებულ  ჯგუფს. მოსწავლეები  შეავსებენ  ,,ვიცი, რა  ვისწავლე, რა  მინდა  ვიცოდე ‘’ სქემის  მეორე  სვეტს. ბოლოს  გამართავთ დისკუსიას, გამოთქვამენ  თავიანთ  შეხედულებებს  აღნიშნული   პროექტის  შესახებ, გასცეს  თუ  არა  ყველა  კითხვას  პასუხი. რის  შემდეგაც  მოახდენენ  თანატოლებისა  და  თვითშეფასებას.





სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·         მიეცით მითითებები წყაროების მოძიების შესახებ
·         მოსწავლეებთან გამართეთ დამატებითი კონფერენცია და დაეხმარეთ მათ მონაცემების ორგანიზებაში
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
ვებმისამართები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას.
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.









ბუკლეტი


No comments:

Post a Comment