თამბაქო


თამბაქო   —    მრავალწლოვან მცენარეა. ნაყოფი კოლოფიაამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელებულია 60-ზე მეტი სახეობა. კულტივირებულია 2 სახეობა: კულტურული ანუ მოსაწევი თამბაქო და წეკო. დეკორატიულ მებაღობაში თამბაქოს ისეთ სახეობებს იყენებენ, რომლებსაც დიდი ფოთლებიდა სურნელოვანი ყვავილები აქვს.
       მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. აქვს სწორი, მომრგვალო, 2,5 -მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ზემოთ დატოტვილია. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარეა ან ყუნწიანი, კიდემთლიანი. ფირფიტა ოვალური, მომრგვალო ან ელიფსირია, ფერად მწვანე (იშვიათად ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო). ყვავილები ხუთწევრიანი ვარდისფერი, წითელი ან თეთრიათამბაქოს სავეგეტაციო პერიოდია 135-170 დღე. იგი სითბოსმოყვარული  და ტენის მომთხოვნი (განსაკუთრებით სრული შეფოთვლის პერიოდში) მცენარეა, საკვებ ნივთიერებებსაც დიდი რაოდენობით ითვისებს. კარგად ხარობს მსუბუქ და საშუალო შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე. ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდებაზე, ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობაზე. თესლი შეიცავს 30-35% ცხიმოვან ზეთს, რომელსაც იყენებენ ტექნიკური მიზნებისათვის (საცხები მასალისათვის).
      თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ.
ამერიკის აღმოჩენდამდე, – წერდა ერთ-ერთი ისტორიკოსი,- თამბაქოს შესახებ არავითარი ცნობები არ არსებობდა. პირველად აბორიგენებმა თამბაქო კოლუმბს შესთავაზეს”.თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო.
     თამბაქოს სამშობლოდ ითვლება  სამხრეთ ამერიკა. ევროპაში (ესპანეთიპორტუგალია, შემდეგსაფრანგეთიგერმანიაიტალია) ამერიკიდან შემოიტანეს XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში. პირველად მოაშენეს დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. რუსეთში თამბაქო გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში.  საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგაჭარაშიდა ბოლოს - აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).
თამბაქო ოცდაათამდე ინგრედიენტს შეიცავს. ფარმაკოლოგიურად აქტიური ძირითადი ნივთიერებებია ნიკოტინი და ფისი. ერთ ღერ სიგარეტში
9
მგ-მდე ნიკოტინი და თითქმის ორჯერ მეტი ფისია. მოწევისას ადამიანის ორგანიზმი 90-დან 10 პროცენტამდე ნიკოტინს შეიწოვს.
პირველად კოლუმბმა თამბაქო საფრანგეთში შეიტანა. მსუბუქი ყოფაქცევის ფრანგი ქალები აღმოჩნდნენ პირველები, რომლებმაც სიგარეტი დააგემოვნეს. სწორედ თამბაქოს ექსპორტმა გადაარჩინა ჯეიმსტაუნი, მკვიდრი ინგლისელებით დასახლებული პირველი ქლაქი ჩრდილოეთ ამერიკაში. კოლუმბი ფრანგებს მოუყვა, როგორ დახვდნენ აბორიგენები თამბაქოს ფოთლებით ხელში.
თამბაქოს ისტორია კიდევ ორ სახელთანაა დაკავშირებული. პირველი, როდრიგო დეჯირეზი, ღარიბი ახალგაზრდა იყო. თამბაქოს წევა ევროპაში პირველმა მან დაიწყო. როდესაც პორტუგალიის სამღვდელოებამ დაინახა, როგორ უშვებდა კვამლს როდრიგო ცხვირ-პირიდან, ეშმაკეულად ჩათვალა. ის დააპატიმრეს და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს. ამ ხნის განმავლობაში მას ბევრმა მიბაძა, თუმცა ოფიციალურად თამბაქოს წევა კიდევ დიდხანს იყო აკრძალული. მხოლოდ 1691 წლიდან დაიწყო მისი ოფიციალურად გატანა მთელ ევროპაში.
მეორე ადამიანი, რომლის სახელთანაც თამბაქო ასოცირდება, ფრანგი ჟან ნიკო გახლავთ. იგი საფრანგეთის სამეფო კარმა ქორწილის ორგანიზებისთვის ლისაბონში გაგზავნა. სწორედ იქ შეიტყო მან თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ და მცენარე დედოფალ ეკატერინე მედიჩის გაუგზავნა, რომელსაც შაკიკი სტანჯავდა. თამბაქომ დედოფალს შვება მოჰგვარა. ამის შემდეგ ეს მოსაწევი საფრანგეთშიც პოპულარული გახდა.
1828
წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა მისი აქტიური ინგრედიენტი გამოყვეს და ნიკოს პატივსაცემად ნიკოტინი დაარქვეს.
მხოლოდ 80 წლის შემდეგ დაამტკიცა ექიმმა  ლეგარმა (საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით) თამბაქოს სამკურნალო ეფექტის მოჩვენებითობა. თამბაქოს მავნებლობის შესახებ კაცობრიობამ მხოლოდ გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიტყო. მანამდე კი ექიმებსაც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ თამბაქო სრულიად უვნებელი იყო.
         მოგვიანებით მდგომარეობა შეიცვალა. ამერიკის სახელმწიფო ჯანდაცვის მთავარმა ექიმმა 1964 წლის 11 იანვარს გამოსცა 387 გევრდიანი ნაშრომი მოწევით გამოწვეული დაავადებების შესახებ. სწორედ ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებელი გახადა გაფრთხილება: “ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!”, რომელიც ამერიკაში გაყიდული ყველა სიგარეტის კოლოფს ეწერა. ახლა დადგენილია, რომ შტატებში წლიურად 434 000 ადამიანის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი მოწევაა.
12 წლის წინ კოლორადოში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალა. როცა ნიუ იორკის რესტორნებში მოწევა ოფიციალურად აკრძალეს, მეპატრონეების მხრიდან ამას საპროტესტო აქციები მოყვა.
ასეა თუ ისე, თამბაქოს წევა ძირითადად მაინც XX საუკუნის ფენომენია. მას მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით დაახლოებით მესამედი ეწევა.
მოზარდები თამბაქოს ჩუმად ეწევიან, ამიტომ სწრაფად ისუნთქავენ ბოლს, ასეთ დროს კი თამბაქოს კვამლში მავნე ნივთიერებები უფრო მეტია (ნელი მოწევისას კვამლში ნიკოტინის დაახლოებით 20% გადადის, ხოლო სწრაფი მოწევიას _ 40%-ზე მეტი).
ყველაზე მეტ შხამს სიგარეტის ბოლომდე მოწევის შემთხვევაში ჩავისუნთქავთ.
           როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ადამიანები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ (ასეთი კი მწეველთა 70%-ია), 20-25 წლით უფრო ადრე იღუპებიან, ვიდრე ისინი, ვისაც არასოდეს მოუწევიათ.
თამბაქოს მსხვერპლი გახდა ცნობილი მუსიკოსი, ჯგუფბითლზისწევრი, 58 წლის ჯორჯ ჰარისონი, აგრეთვე ამერიკელი რეჟისორი და ანიმატორი უოლტ დისნეი. ორივე მათგანის სიკვდილის მზიეზი მოწევისგან გამოწვეული ყელის კიბო გახლდათ.
ბოლო დროს წიგნებისა და ფსიქოლოგების დახმარებით ბევრმა შეძლო სიგარეტის გადაგდება, ბევრისთვისაც სიგარეტზე უარის თქმა ძალიან ძნელია.
ცნობილი მწერალი მარკ ტვენი წერდა : “მოწევისთვის თავის დანებება ძალია ადვილი საქმეა. პირადად მე 74-ჯერ დავანებე თავი”.
        მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად, თამბაქოს მოხმარება 6 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს; თუ სათანადო ზომები არ გატარდა, 2030 წლისათვის ამ რიცხვმა შესაძლებელია 8 მილიონს მიაღწიოს; მათ შორის 80 % დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებზე მოდის. სამეცნიერო ნაშრომებმა და სხვადასხვა კვლევებმა გვიჩვენა, როგორ განვახორციელოთ ბავშვებში თამბაქოს მოხმარების პრევენცია, როგორ დავეხმაროთ მწეველებს და დავიცვათ პასიური მწეველები (არამწეველები) თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან.    თანმიმდევრულად გატარებული თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა, შეამცირებს მის მოხმარებას მოზარდებში: თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებში 20 ღერზე ნაკლები თამბაქოს ღერების გაყიდვის აკრძალვა მოწევის აკრძალვა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ. თამბაქოს რეკლამირების პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა გადასახადის გაზრდა თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციაში.  პასიური მწეველობა (თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედება), ბავშვებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60 %, თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ ბავშვებში საკმაოდ მაღალია ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიც არის ასთმა, რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ინფექციები, ფიზიკური განვითარების შეფერხება; ამასთან, თამბაქოს მეორადი კვამლი ბავშვებში, უეცარი სიკვდილის სინდრომს იწვევს. სახლში მშობლების მწეველობა, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის თამბაქოს მავნე ზემოქმედების ძირითად წყაროს წარმოადგენს. ეს ზემოქმედება განსაკუთრებულ საფრთხეს ჩვილ ბავშვებს უქმნის, რადგან ისინი მშობლებთან დიდ დროს ატარებენ. მწეველ ოჯახებში (სადაც თუნდაც ერთ მშობელი ეწევა) გაზრდილი ბავშვები მწეველად ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, მწეველთა გარემო (და შესაბამისად, მეორადი კვამლი) ხელს უწყობს ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების, ლეიკემიის, ლიმფომის და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებას. თამბაქოს აქტიური მოხმარება ბავშვებსა და ახალგაზდებში იწვევს ხშირ ხველას, სასუნთქი სისტემის არასრულყოფილ განვითარებას, ფილტვების ფუნქციის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის განვითარებას, კბილებისა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებებს. მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღთა დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 10%-ია, ანუ ყოველი 10 დაავადებულიდან 1 თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება.  
      მიმართვა მშობლებს: ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილებს იცხოვრონ თამბაქოსაგან თავისუფალ ოჯახში. თქვენ განსაკუთრებული ზეგავლენა გაქვთ მათ მომავალზე. შვილისათვის მშობელი ნებისმიერი ქცევით (მათ შორის მავნე ჩვევით) მისაბაძი და სამაგალითოა. მშობელმა შვილს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ სწორად უნდა მიაწოდოს, დაიცვას ოჯახში მოწევის წესები (არ მოწიოს ბავშვის თანდასწრებით, მომსველთათვის გამოყოს თამბაქოს მოსაწევი ადგილი). თუნდაც თქვენ ეწეოდეთ, ბავშვობიდან უნდა ესაუბროთ მწეველობის მავნე ზეგავლენასა და არაპრესტიჟულობაზე.  აუხსენით მას, რომ თამბაქო ადამიანს  არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს, ემართება სხვადასხვა დაავადებები, უფუჭდება კანი, კბილები... თამბაქოს მოწევა არ ხსნის სტრესსა და სასოწარკვეთილებას. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თვალს ადევნებს თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიას   მოზრდილების 90 % თამბაქოსა და მისი ნაწარმის მოხმარებას ბავშვობის ასაკიდან იწყებს.   თამბაქოს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, ნიკოტინს ადამიანი ისევე ეჩვევა, როგორც კოკაინს ან ჰეროინს. დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი ნიკოტინზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა ცხადყო, რომ მწეველი ახალგაზრდები მიდრეკილნი არიან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისკენაც. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, აქვთ თუ არა თქვენს ბავშვებს ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე. მშობლებმა შვილებს უნდა მიაწოდონ სწორი ინფორმაცია მწეველობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა დაიცვან ისინი ამ მავნე ჩვევისაგან. მშობლები ბავშვებს თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე მათი ასაკის შესაფერისად და გასაგებად უნდა ესაუბრონ, დააკავოთ ისინი ცხოვრების აქტიური წესით, სპორტით, რათა დრო არ დარჩეთ აყვნენ თანატოლების მავნე ჩვევებს. აუხსენით ბავშვებს სიგარეტის რეკლამების მოჩვენებითი მომხიბვლელობის შესახებ გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა დაასწროთ თქვენი შვილები თამბაქოსაგან თავისუფალ ღონისძიებებს მწეველობის მავნებლობასა და არაპრესტიჟულობაზე ბავშვებს უნდა ესაუბროს ორივე მშობელი (მწეველობის მიუხედავად) ყველაზე კარგია მშობელი არ ეწეოდეს ან შეწყვიტოს! უთხარით თქვენს შვილებს მხოლოდ სიმართლე!



ჩანახატი,    ბუკლეტი.

No comments:

Post a Comment